Saturday, April 23, 2016
მეორე მოდულის შეჯამება
2016 წლის 23 აპრილს დავასრულეთ ტრენინგის "ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ", მეორე მოდული " გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით". მოდული 24 საათს მოიცავდა. ჩვენ, მსმენელები რვა გაკვეთილის განმავლობაში ვეუფლებოდით იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდგომ, ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის ორგანიზებისას უნდა გამოვიყენოთ. ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება და შეფასების რუბრიკისათვის ელექტრონული სახის მიცემა, ვიმუშავეთ ცხრილებზე. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა, ვფიქრობ, დროული და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. უღრმესი მადლობა, ქალბატონ ლალის, ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგებისთვის!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment